ინგლისში ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუში მოწამლეს, რომელიც რუსეთში ცხოვრების დროს ინფორმაციას ინგლისის დაზვერვას აწვდიდა. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ვილთშირში კვირას მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცოლ-ქმარი შეუძლოდ გახდა. BBC წერს, რომ კაცი 66 წლის სერგეი სკრიპალია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო. სკრიპალს რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის 2006 წელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ნივთიერების შემადგენლობა, რომლითაც სერგეი სკრიპალია მოწამლული, ჯერჯერობით უცნობია.





