26 ოქტომბერი 2026, 14:38
ამერიკული მედია ირანში აშშ-ის დარტყმების განახლების გეგმებზე წერს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ამერიკული მედია ირანზე შეერთებული შტატების ახალ სამხედრო ოპერაციას არ გამორიცხავს. CNN-ის ცნობით, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში იერიშისთვის საკმარისი სამხედრო ძალები მოამზადა და მაღალჩინოსნები პრეზიდენტის განკარგულებას ელოდებიან. ტრამპის შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, იერიშები 96 საათის განმავლობაში დაიწყება.
თავის მხრივ, New York Times-ი წერს, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმებს გეგმავს. ამ ინფორმაციას ამერიკული დაზვერვა ფლობს, რაც რეგიონში ვითარების ესკალაციის რისკს კიდევ უფრო ზრდის.





