29 ნოემბერი 2026, 17:12
The Hill-ი მსახიობ მეთიუ მაკკონაჰის აშშ-ის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად ასახელებს
მსოფლიო

მეთიუ მაკკონაჰი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ოსკაროსანმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. გამოცემა The Hill-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობი 2028 წლის არჩევნების შესაძლო კანდიდატებს შორის განიხილება.
მაკკონაჰიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუძლიათ ამერიკული პოლიტიკა ცენტრისკენ დააბრუნონ და მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესები წარმოადგინონ. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მსახიობს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.





