29 ნოემბერი 2026, 17:03
რუსეთის იერიშს ოდესაზე მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუსეთის იერიშის შედეგად ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დარტყმის შემდეგ 14-სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დრონების სამიზნე სამხედრო ლოგისტიკური ცენტრი იყო, სადაც ტვირთს ინახავდნენ და ანაწილებდნენ.





