ლატვიაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე შეიცვალა
მსოფლიო

ბაიბა ბრაჟე
ფოტო: Getty Images
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ლატვიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შედეგად მინისტრთა დიდი ნაწილი შეიცვალა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
ლატვიის სეიმში კენჭისყრის შედეგად მთავრობის ცვლილებებს 57-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 34-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარტია „ახალი ერთობის“ მიერ მთავრობის დატოვების გამო 13 სამინისტროდან ცხრაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაიბა ბრაჟე უზბეკეთში ლატვიის ყოფილმა ელჩმა გირტს იაუნზემსმა შეცვალა; ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა კარლის პურგაილისმა ჩაიბარა; ეკონომიკის მინისტრი ედგარს შტელმაჰერსი გახდა, იუსტიციის მინისტრი კი - ვიესტურს ვიტოვსკისი; ჯანდაცვის მინისტრად ბიზნესმენი ნორმუნდს სტანევიჩსი დაინიშნა, ტრანსპორტის მინისტრად კი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კრიშს ლიპშანსი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩესლავს ბატნა უხელმძღვანელებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - ედგარს პუტრა, ხოლო კეთილდღეობის მინისტრის პოსტი ილზე ინდრიკსონემ დაიკავა.
წინა კაბინეტის შემადგენლობიდან თანამდებობები მხოლოდ ოთხმა მინისტრმა შეინარჩუნა: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, კულტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა.





