11 ნოემბერი 2026, 09:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩავიდა
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: Armenpress
გაზიარება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის მეთაური ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.





