დონალდ ტრამპი: ირანის ომმა მარცხში როლი ითამაშა, თუმცა გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლიდი
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჯეი დი ვენსის განცხადება შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ დამარცხების მიზეზად ირანის ომის დასახელების შესახებ „მეტწილად სიმართლეა“.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განმარტა, რომ სამხედრო კონფლიქტმა მოკლევადიან პერსპექტივაში საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს.
„ეს მეტწილად სიმართლეა, რადგან ომმა მოკლევადიან პერსპექტივაში ბენზინის ფასი ოდნავ გაზარდა და, სავარაუდოდ, ეს ასეც არის. თუმცა ხელახლა რომ მიწევდეს არჩევანის გაკეთება, იმავეს გავაკეთებდი, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთადერთი გამოსავალია. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანის ომი „ამ ფასის გადახდად ღირდა“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ელოდა, რომ ნავთობზე ფასები გაცილებით მეტად გაიზარდებოდა და გადაწყვეტილებაც ამის გათვალისწინებით მიიღო.
„არჩევანი არ გაქვს, ეს უნდა გააკეთო. ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, თორემ ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, შესაძლოა ოდესმე აღარც არსებობდეს“, - აღნიშნა მან.





