დონალდ ტრამპი: იმპიჩმენტის შესაძლებლობა ოდნავადაც არ მადარდებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონგრესში „დემოკრატების“ უმრავლესობით მოსვლის ფონზე, შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მას საერთოდ არ აშფოთებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, შეკითხვაზე - ნერვიულობს თუ არა მოსალოდნელ იმპიჩმენტზე - ტრამპმა მკვეთრად უპასუხა: „არა, ოდნავადაც კი არ ვდარდობ“.
„ვფიქრობ, ამის გაკეთება „დემოკრატიულ“ პარტიას უბრალოდ გაანადგურებს. იმპიჩმენტი რის გამო? წარმატებული ქვეყნის შენების გამო? ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო წარმატებულია, ვიდრე ოდესმე მის ისტორიაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წარსულში ორჯერ - 2019 და 2021 წლებში - აღიძრა, თუმცა ორივე შემთხვევაში სენატმა ის გაამართლა.





