POLITICO: პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გამო ტუსკსა და ნავროცკის შორის დაპირისპირება მძაფრდება
მსოფლიო

დონალდ ტუსკი
GettyImages
პოლონეთის პოლიტიკური კრიზისი სამშაბათს კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე, - წერს გამოცემა POLITICO.
ნავროცკიმ ტუსკსბრალი დასდო სასამართლოს ირგვლივ დავის გამოყენებით ძალაუფლების უკანონო მიტაცებაში. თავის მხრივ, ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ქმედებები გადამწყვეტია ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ეკონომიკაში კანონის უზენაესობის დასაცავად.
ტუსკის მთავრობა და ევროკომისია აცხადებენ, რომ სასამართლოს რეფორმირება ევროკავშირის მიუკერძოებლობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად აუცილებელია.
ტრიბუნალის შენობის წინ პარასკევს მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას, ნავროცკიმ აღნიშნა: „ტრიბუნალის მიმდებარედ მყოფ თითოეულ პოლიციელსა და ყველა უკანონო ქმედებაზე - მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერებითა თუ უკანონო განკარგულებების გაცემით დაწყებული - სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, რომელიც ამ ოთახში იმყოფება - პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს“.
მანამდე ტუსკმა ნავროცკი კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა და მოუწოდა, შეეწყვიტა წინააღმდეგობა პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეების მიმართ.
ტუსკმა ასევე დაადანაშაულა მოსკოვი პოლონეთის პოლიტიკური არეულობით სარგებლობაში და პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გამხდარიყვნენ „სასარგებლო იდიოტები“.





