03 ნოემბერი 2026, 09:01
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაცივრები კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც გაყინული პროდუქცია გაფუჭდა
მსოფლიო

ფოტო: BBC
გაზიარება
ევროპის ქვეყნები, მათ შორის შვედეთი, ბელგია, ირლანდია, ფინეთი, კიბერთავდასხმის სამიზნეები გახდნენ.
ჰაკერებმა სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელებში მდებარე მაცივრებზე კიბერშეტევები მიიტანეს და მაცივრებში ტემპერატურა 50 გრადუსამდე ასწიეს, რის შემდეგაც გაყინული პროდუქცია გაფუჭდა.
ეს ბოლო დროს სუპერმარკეტებზე ჰაკერული თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა.




