01 ნოემბერი 2026, 13:43
კრემლი: პუტინს საუბარზე უარი არასდროს უთქვამს და თუ მას ვოლოდიმირ ზელენსკი დაურეკავს, იგი ზარს უპასუხებს
მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი
RIAN
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბარზე უარი არასდროს უთქვამს და თუ მას ვოლოდიმირ ზელენსკი დაურეკავს, იგი ზარს უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ უპასუხებს, რა თქმა უნდა. პუტინს საუბარზე უარი არასდროს უთქვამს“, - განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინის კითხვის საპასუხოდ, უპასუხებდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელი კოლეგის ზარს.





