საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორ ორბანზე: გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა არ უნდა გახდეს სანუგეშო პრიზი პოლიტიკოსისთვის, რომელმაც არჩევნები წააგო და საკუთარმა ხალხმა უარყო
მსოფლიო

ჟან-ნოელ ბარო
AFP
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უარყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე.
„გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა არ უნდა გახდეს სანუგეშო პრიზი პოლიტიკოსისთვის, რომელმაც არჩევნები წააგო და საკუთარმა ხალხმა უარყო“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა მარინ ლე პენის ვიზიტი ბუდაპეშტში.
„საფრანგეთი ვერ შეეგუება იმას, რომ გაერო - ორგანიზაცია, რომლის თანადამფუძნებელიც თავად არის და რომელიც მშვიდობას, განვითარებასა და ადამიანის უფლებებს უნდა ემსახურებოდეს - ფაქტობრივად უმოქმედო და პარალიზებული გახდეს იმ ძალების მიერ, რომლებიც უპირატესობას უძლიერესის სამართლის ძალისმიერი მეთოდებით დამკვიდრებას ანიჭებენ“, - განაცხადა ბარომ.





