მაკრონი: საფრანგეთში უახლოეს დღეებში „არალეგიტიმური“ დემონსტრაციები აიკრძალება
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში „არალეგიტიმური“ დემონსტრაციები აიკრძალება, ხოლო პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზებული ჯგუფების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს გამოყოფენ, რათა ბიზნესსუბიექტები შესაძლო ზიანისგან დაიცვან.
მაკრონმა ამის შესახებ დაზვერვის წარმომადგენლებთან და მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე საფრანგეთში შექმნილი კრიზისი განიხილეს.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მომხდარი არეულობისა და ძარცვის უკან „ამბოხებისკენ მიდრეკილი“ ულტრამემარცხენე ჯგუფები და ვანდალები იდგნენ.
მისი თქმით, ხელისუფლება ორგანიზებული პროფკავშირების მიერ გამართული დემონსტრაციების ჩატარებას კანონით დადგენილი წესების დაცვით დაუშვებს, თუმცა სხვა საპროტესტო აქციების აკრძალვას შესაძლებლობის ფარგლებში გეგმავს.




