Airbnb-მ წესები შეცვალა და სტუმრებს სახლების დალაგებას აღარ დაავალდებულებს
მსოფლიო

ფოტო: IMAGO
სერვისმა Airbnb წესები განაახლა. ამიერიდან მცხოვრებლებს მხოლოდ „შესაძლებლობების ფარგლებში არსებული“ მოვალეობები დაეკისრებათ, როგორიცაა, მაგალითად, ჭუჭყიანი ჭურჭლის ნიჟარაში ჩალაგება ან გამოყენებული პირსახოცების შეგროვება.
ბინის მფლობელებს აღარ აქვთ უფლება მოითხოვონ, რომ სტუმრებმა თავად დარეცხონ ჭურჭელი ან ნაგავი საცხოვრებელი ფართის გარეთ გაიტანონ. გარდა ამისა, გამქირავებლებს ეკრძალებათ იმ ტექნიკის გამოყენების შეზღუდვა, რაც განცხადების აღწერაშია მითითებული (მაგალითად, კონდიციონერის).
Airbnb-ში მიიჩნევენ, რომ სტუმრებს არ უნდა მოეთხოვოთ ისეთი დავალებების შესრულება, „რომლებიც დასუფთავების სპეციალისტმა უნდა გააკეთოს“, რადგან ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ცხოვრების შთაბეჭდილებასა და საცხოვრებლის შეფასებაზე. ახალი წესები ძალაში 20 ნოემბრიდან შედის.




