21 ოქტომბერი 2026, 08:21
ალბანეთის დედაქალაქში მასობრივი არეულობა გრძელდება
მსოფლიო

აქცია ალბანეთში
ფოტო: REUTERS/Louisa Gouliamak
გაზიარება
ალბანეთის დედაქალაქში მასობრივი არეულობა გრძელდება. კორუფციისა და სამუშაო ადგილების დეფიციტის, განათლების დაბალი დონის წინააღმდეგ, ასევე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აქციების მე-8 დღეს პროტესტი ტირანას გარდა ალბანეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებსა და ბანკებს, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები.
პოლიციელებს ტროტუარის ქვაფენილები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ძალოვნებმა კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.





