აშშ-ის კონგრესში რუსეთთან დიზელის საწვავით ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
შეერთებული შტატების კონგრესში რუსეთთან დიზელის საწვავით ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვენ.
ორპარტიული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა „დემოკრატმა“ გრეგორი მიქსმა წარადგინა.
ინიციატივა ითვალისწინებს იმ ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც საწვავის მიწოდებას სანქციებისგან ათავისუფლებს, ასევე რუსული ენერგორესურსების მიმართ ახალი შეღავათების გაცემის სამი წლით აკრძალვას.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებასაც და ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებულ შეთანხმებებში მონაწილეობას უკრძალავს.
ინიციატივა კონგრესმენთა 18-კაციანმა ჯგუფმა შეიმუშავა. მას კი კიდევ 35-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.





