საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სადაზვერვო ინფორმაციის 2/3-ს უკრაინას ევროპა აწვდის
მსოფლიო

ჟან-ნოელ ბარო
ფოტო: Getty Images
უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის 2/3-ს ევროპის ქვეყნებისგან იღებს, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან „ოცჯერ ამბობდნენ, რომ უკრაინა დაეცემა, აშშ უკრაინას მიატოვებს“, სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ დიდი ხანია, რაც ევროპა უკრაინის დახმარების ძირითად ნაწილს საკუთარ თავზე იღებს.
„მოდით, ვლადიმერ პუტინის პროპაგანდას ნუ დავექვემდებარებით“, - განაცხადა ბარომ.
მან დასძინა, რომ კრემლი უკრაინისა და ევროპის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს. მას აგრეთვე სურს აიძულოს ევროპა, რომ უკრაინას აღარ დაეხმაროს.
„ჩვენ ვაწარმოებთ ომს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ადამიანების ტვინებშიც“, - აღნიშნა საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა.





