რაფაელ გლუკსმანი: აშშ-ის სათავეში დგას პირი, რომელიც ან სასარგებლო იდიოტია, ან ევროპული ძლიერებისა და თავისუფლების განადგურების აგენტი
მსოფლიო

რაფაელ გლუკსმანი
GettyImages
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რაფაელ გლუკსმანმა მკვეთრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროპის საზიანოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება.
„აშშ-ის სათავეში დგას პირი, რომელიც ან სასარგებლო იდიოტია, ან ევროპული ძლიერებისა და თავისუფლების განადგურების აგენტი“, - განაცხადა გლუკსმანმა პარიზში გამართულ POLITICO-ს კონკურენტუნარიანობის სამიტზე. „[რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ] პირდაპირ ჩვენ, ევროპელებს გვეხება და ჩვენ მარტონი ვართ“.
ევროპარლამენტარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მეტოქის, მარინ ლე პენის გაპრეზიდენტება ვლადიმირ პუტინის გამარჯვება და „ევროპული კონტინენტის დამარცხებისკენ“ გადადგმული ნაბიჯი იქნება.





