ურსულა ფონ დერ ლაიენი: სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უზრუნველყოფს მსოფლიო სურსათის მიწოდებისა და უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Getty Images
ევროკომისიის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინისთვის მომავალი წლის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვა დააანონსა. ამის თაობაზე ურსულა ფო დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უზრუნველყოფს მსოფლიო სურსათის მიწოდებისა და უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. უკრაინა დაიკავებს ცენტრალურ ადგილს ევროპული საბჭოს ამ კვირის დღის წესრიგში. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს მომავალი წლისთვის და დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვის გზებს. ამ კვირაში ევროკავშირი ასევე გამოყოფს დამატებით დაფინანსებას დრონებისა და რაკეტების შესაძენად, რათა გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვა და დაცული იყოს მისი საჰაერო სივრცე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.





