12 ოქტომბერი 2026, 09:12
FT: აშშ უკრაინას რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო ამერიკული შეიარაღების შესყიდვის მექანიზმის შეჩერებით ემუქრება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
შეერთებული შტატები უკრაინას რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო ამერიკული შეიარაღების შესყიდვის მექანიზმის, PURL-ის შეჩერებით ემუქრება. ცნობას Financial Times-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამით ვაშინგტონი ცდილობს კიევი აიძულოს, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
FT-ს ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე დაუკავშირდნენ უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული შეტევების შეწყვეტის მისაღწევად.





