ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში ზავზე შეთანხმდნენ.
„ამ მომენტიდან, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ენერგეტიკული ზავი მოქმედებს. ორივე მხარე დათანხმდა ამას. არ დაარღვიოთ ეს ზავი“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
დეტალები მას არ უთქვამს.
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ 14 სექტემბერსაც გამოაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ „უკრაინა დათანხმდა, არ მიეყენებინა დარტყმები რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, „რუსეთი კი დათანხმდა, ასევე მოქცეულიყო“, თუმცა მოგვიანებით, გამოცემა Financial Times-მა დაწერა, რომ ტრამპმა ამ განცხადების გაკეთებისას იჩქარა.





