გამოკითხვა: მაკრონის პრეზიდენტობას ფრანგების მხოლოდ 15% იწონებს
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწონების რეიტინგმა კიდევ ერთხელ მიაღწია ისტორიულ მინიმუმს და 15%-მდე დაეცა. ამაზე გაზეთ La Tribune Dimanche-ის მიერ გამოქვეყნებული Ipsos BVA-Cesi-ს ბარომეტრის მონაცემები მეტყველებს.
მაკრონის პოპულარობამ 2017 წელს მისი პრეზიდენტად პირველად არჩევის მომენტიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 15%-იანი მაჩვენებელი ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლებია ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე, როდესაც მაკრონმა რეიტინგის ანტირეკორდი - მოწონების 16%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.
პრეზიდენტის პოსტზე პოტენციური მემკვიდრეების რეიტინგში ლიდერებად რჩებიან ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ საკვანძო ფიგურები ჟორდან ბარდელა (33%) და მარინ ლე პენი (32%).





