11 ოქტომბერი 2026, 09:36
პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

ფოტო: AP
გაზიარება
პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში, დასახლებულ ადგილას მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულია სავარაუდო თავდამსხმელიც. დაღუპულთა შორის ორი ბავშვი და ერთი ორსული ქალია.
ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრავე ადამიანი პოლიციის მისვლამდე გარდაიცვალა, სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ კი გასროლა აღარ მომხდარა.





