ტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
Getty Images
ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის. ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსული ენერგიის შესახებ ამ შესანიშნავი განცხადების წყალობით, ამერიკელებისთვის და, მართლაც, მთელი მსოფლიოსთვის დიზელის ფასები რეკორდული მაჩვენებლით და სწრაფად შემცირდება! ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი დიდებული ფერმერებისთვის, მეურნეებისა და მძღოლებისთვის, ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადება. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი!“ - დასძინა მან.





