კრემლი: პუტინმა საკუთარი დაბადების დღე მოსკოვში გერმანიის ყოფილ კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
მსოფლიო

გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Telegram
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე მოსკოვში გერმანიის ყოფილ კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა გუშინ დილით მედიიდან შეიტყო, რომ მოსკოვში გერჰარდ შრიოდერი იმყოფება, რომელიც კომპანია „გლობუსის“ საქმეებთან დაკავშირებით ჩამოვიდა. პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იყო, როცა ქვეყნის მეთაური დაბადების დღეს აღნიშნავდა“, - აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრიოდერი გერმანული კომპანიის Globus Holding GmbH & Co-ს შვილობილი კომპანიის „ჰიპერგლობუსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. მისი მოვალეობაა რუსეთში წარმოდგენილი კომპანიის მაღაზიათა ქსელის კონტროლი.





