09 ოქტომბერი 2026, 09:30
CENTCOM: ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი ახლო აღმოსავლეთიდან კალიფორნიაში ბრუნდება
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის ავიამზიდი USS Abraham Lincoln (CVN 72) ახლო აღმოსავლეთში ისტორიული მისიის დასრულების შემდეგ დღეს კალიფორნიაში ბრუნდება. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მისიის განმავლობაში ავიამზიდის ბორტზე მყოფი 5 000-ზე მეტი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი ათასობით საბრძოლო გაფრენას უზრუნველყოფდა. ხომალდმა ამ პერიოდში 90 000 მილზე მეტი გაიარა.
CENTCOM-ი სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით დასრულებასა და ოჯახის წევრებთან დამსახურებულ შეხვედრას ულოცავს.





