04 ოქტომბერი 2026, 19:02
ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა მოითხოვეს, ქვეყანამ ნეიტრალიტეტი დაიცვას და ნატოში გაწევრიანებისგან თავი შეიკავოს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით - „კი ნეიტრალიტეტს და მშვიდობას, არა ნატოს!“.
ავსტრიამ მუდმივი ნეიტრალიტეტი 1955 წელს გამოაცხადა. ფედერალური საკონსტიტუციო კანონი ქვეყანას სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებას ან მის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას უკრძალავს.





