01 ოქტომბერი 2026, 14:22
POLITICO: რუმინეთის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება
მსოფლიო

ზიგფრიდ მურეშანი
ფოტო: AFP via Getty Images
გაზიარება
რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა, იუწყება POLITICO.
გამოცემის ცნობით პარლამენტმა რუმინეთის პრეზიდენტის ნიკუშორ დანის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ევროდეპუტატი ზიგფრიდ მურეშანი უარყო.
მურეშანის მთავრობამ დამტკიცებისთვის საჭირო 233 ხმა ვერ მოაგროვა და ახალი კანდიდატურის წარსადგენად პროცესი კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა.
პრეზიდენტი ნიკუშორ დანი პოლიტიკურ ძალებთან ვითარების განხილვას 5 ოქტომბერს გეგმავს.





