BBC: კანადაში ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და სეტყვა გამოიწვია
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
კანადის ქალაქ ტორონტოში ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და სეტყვა გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიამ დააზიანა შენობები, ჩაიხერგა გზები, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ტორონტოს დიდ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
სტიქია იმ ფონზე განვითარდა, როდესაც გაერო ქვეყნებს „მასშტაბური“ ციკლონ ელ-ნინიოს მოსალოდნელი გააქტიურების შესახებ აფრთხილებს და მათ შესაძლო შედეგებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.
ტელეარხი ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომლებშიც ტორონტოს ქუჩები ჩანს. მანქანები დატბორილ ქუჩებში გადაადგილდებიან, ხოლო ავტობუსებში წვიმის წყალი შემოდის.





