04 სექტემბერი 2026, 09:50
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
მსოფლიო

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად კიევში 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საწარმოები, მათ შორის, ბროვარის რაიონში მდებარე „კოკა კოლას“ ობიექტი.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ. კიევის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავენ.





