გერმანიამ ლაიფციგში დივერსიის მოწყობაში რუსეთი დაადანაშაულა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გერმანიამ, რუსეთი დივერსიის მოწყობაში დაადანაშაულა. საქმე 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონების აღმოჩენას ეხება. ინციდენტზე ერთობლივ რეაგირებას დღეს ირლანდიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის საგარეო სამსახურში განმარტებებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარეს. ლაიფციგის ინციდენტი ტერორისტულ ქმედებად შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გერმანიას სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმის შემუშავებას გეგმავენ.
ლაიფციგის აეროპორტში, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინულ სატრანსპორტო თვითმფრინავ „ან-124“-ის სიახლოვეს იმყოფებოდა, რომლის ბორტზეც საბრძოლო მასალა იყო განთავსებული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დრონი რამდენიმე იყო - კიდევ ერთი 10 დღის შემდეგ აეროპორტის დასავლეთით იპოვეს, ხოლო მეორე, მედიის ცნობით, შესაძლოა სატვირთო თვითმფრინავს შესჯახებოდა, თუმცა ამ უპილოტო აპარატის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს.





