რუსული იერიშის შედეგად კიევში უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
კიევზე რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა დღისით მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში მეცადინეობა მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დარტყმის მომენტში სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტზე განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედიის ცნობით, ეს კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დასავლელ პარტნიორებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით დახმარებისკენ მოუწოდა. ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევს იერიშების მოსაგერიებლად რაკეტები არ აქვს, ევროპული ქვეყნების ნაწილი კი მათ მიწოდებას აჭიანურებს.





