02 სექტემბერი 2026, 17:00
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, Pegasus-მა რუსეთში რეისები გააუქმა
მსოფლიო

ფოტო: PA
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus-მა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ მგზავრებს განუმარტა, რომ რეისის შესრულებას თურქული მხარე კრძალავს.
ბოლო რამდენიმე საათში რუსეთის მიმართულებით ფრენა გააუქმა Turkish Airlines-მაც. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დრონებით რუსეთის საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს და საერთაშორისო ავიაკომპანიებს ფრენების შეწყვეტისკენ მოუწოდა.





