ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი
ფოტო: Anadolu
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„დღეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასეთი შესაძლებლობით სარგებლობა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების განვითარების მნიშვნელობას.
„რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები ანტალიის ტურისტული ნაკადის ძირითად ნაწილს შეადგენენ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.





