კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას
მსოფლიო

კირ სტარმერი
ფოტო: GettyImages
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას.
სტარმერმა, რომელიც ივლისში გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც ადგილობრივი არჩევნების სავალალო შედეგების ფონზე „ლეიბორისტი“ დეპუტატების ნდობა დაკარგა, განაცხადა, რომ ახალ საქმიანობაზე კონცენტრირებისთვის „სწორი დროა“.
სტარმერმა ივლისში BBC-ს განუცხადა, რომ მომდევნო არჩევნებამდე პარლამენტის წევრად დარჩებოდა, თუმცა ადგილობრივ გამოცემას - Camden New Journal-ს განუმარტა: „ახლა ყურადღებას სხვა საკითხებზე გადავიტან, მათ შორის საერთაშორისო საქმეებზე - თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, ვაჭრობასა და ტექნოლოგიებზე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“.





