17 აგვისტო 2026, 09:52
ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული
მსოფლიო

ფოტო: JP
გაზიარება
ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული. კერძოდ, შაჰრამ სადეგის პოლიციელებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში ედებოდა ბრალი. თავდასხმის შედეგად 7 ოფიცერი დაშავდა.
სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.





