16 აგვისტო 2026, 14:27
INSA: გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა
მსოფლიო

ფოტო: Wikipedia
გაზიარება
გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს მხარს რესპონდენტთა 20% უჭერს.
12%-იანი მხარდაჭერა აქვთ სოციალ-დემოკრატებს. მატულობს ოპოზიციურ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარობა. ამ დროისათვის პარტიას გამოკითხულთა 28% უჭერს მხარს.





