23 ივლისი 2026, 09:00
ლავროვი რუბიოს შეხვდა
მსოფლიო

ფოტო: Telegram
გაზიარება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ლავროვსა და რუბიოს მოლაპარაკებები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვას აპირებდნენ.





