14 ივლისი 2026, 11:22
აშშ ირანული ხომალდებისთვის ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაახლებს
მსოფლიო

ფოტო: AFP
გაზიარება
აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, ცენტრალური ევროპის დროით შუაღამისას (თბილისის დროით ზეგ, 15 ივლისის 02:00 საათზე / 16:00 EDT), ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის განხორციელებას დაიწყებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ის „უზრუნველყოფს ბლოკადის აღსრულებას იმ გემების მიმართ, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონების მიმართულებით ან იქიდან გადაადგილდებიან“.
ამავდროულად, კომერციული ნაოსნობა, რომელიც აღნიშნულ შეზღუდვებს არ არღვევს, რეგიონის წყლებში კვლავინდებურად დაიშვება.





