ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე საერთო დროშით გამოვლენ
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე "საერთო კორეული" დროშით გამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავცელებს. გარდა ამისა, ისინი ჰოკეიში ქალების საერთო გუნდის შექმნაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები თეთრი დროშით გამოვლენ, რომელზეც ლურჯი ფერით კორეის ნახევარკუნძულის სილუეტი იქნება გამოსახული და გაერთიანების იდეის მატარებელი იქნება.
სულ ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური ნაკრები 150 წევრისგან შედგება. ისინი სამხრეთ კორეაში 1 თებერვალს გაემგზავრებიან. თამაშებს კი ჩრდილოეთ კორეიდან 230-მდე გულშემატკივარი და მედიაწარმომადგენელიც დაესწრება.
სამხრეთ კორეამ ფხენიანს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა 2 იანვარს შესთავაზა. მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.
3 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა განკარგულება სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში გაიმართება.





