პოლონელი ევროპარლამენტარი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემის შესახებ პოლონეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი
ფოტო: Getty Images
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ვარშავის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
როგორც ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი სოციალურ ქსელში წერს, გერმანიის ორგანიზებით, პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იარაღი კიევს გადასცა.
პოლონელი ევროპარლამენტარის თქმით, გლობალურად უპრეცედენტო ფაქტია ის, რომ მთავრობის მეთაურმა ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ელემენტები, პარლამენტის გვერდის ავლისა და ხალხთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა.
🚨 Proszę o podawanie dalej❗ Premier Tusk właśnie przyznał, że jego rząd ODDAŁ Ukrainie kluczowe dla polskiego bezpieczeństwa pociski do Patriotów - i zrobił to na polecenie Niemiec❗ 😡
— Ewa Zajączkowska-Hernik (@EwaZajaczkowska) July 6, 2026
Ukraiński portal "Kyiv Post" wprost informował, że to właśnie Niemcy organizowali dostawę… pic.twitter.com/KwlamQvl1y





