06 ივლისი 2026, 08:45
CNN: ღალიბაფის განცხადებით, „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ირანისთვის კვლავ რევოლუციურ მოვალეობად რჩება
მსოფლიო

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მოჰამედ ფენიშს შეხვდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შეხვედრისას ღალიბაფმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ირანისთვის კვლავ რევოლუციურ მოვალეობად რჩება. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ირანმა შეინარჩუნა თავისი ფუნდამენტური პოზიციები და ერთ-ერთი წითელი ხაზი მისთვის წინააღმდეგობის ფრონტისა და ლიბანის საკითხია.





