29 ივნისი 2026, 16:49
გერმანიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ შტადეში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.
პოლიციის განცხადებით, საზოგადოებისთვის დამატებითი საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის პერსონალი. პოლიციამ სოციალური ქსელების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.





