19 ივნისი 2026, 08:34
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
მსოფლიო

ფოტო: GettyImages
გაზიარება
ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის მოხსნილია.
ამასთან, ამერიკული სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა ამერიკა-ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.





