უკრაინული მედია: არსებული ცნობებით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, მდინარე დნიპროზე გამავალ კიევის ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებს დაარტყეს
მსოფლიო

GettyImages
არსებული ცნობებით, 16 ნოემბრის გვიან საღამოს, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, მდინარე დნიპროზე გამავალ კიევის ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებს დაარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებზე დარტყმები დაფიქსირდა“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ დარტყმების შედეგად დაზიანდა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემები, რის გამოც ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგებისა და გათბობის მიწოდება შეფერხდა.
აფეთქებები ასევე დაფიქსირდა სმილაში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნიპროში, ჩერკასსა და პავლოვგრადში.





