15 ივნისი 2026, 03:40
კატარის პრემიერი: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას
მსოფლიო

მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მიესალმება“ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„იმედი გვაქვს, რომ ყველა მხარე პოზიტიური და კონსტრუქციული სულისკვეთებით ჩაერთვება მომავალ მოლაპარაკებებში, რაც ხელს შეუწყობს ამ პროგრესის განმტკიცებას“, - განაცხადა მან.
მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა მადლობა გადაუხადა კატარს გაწეული დახმარებისთვის.





