14 ივნისი 2026, 11:28
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეებმა ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირად ღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონის ბარიერები და მავთულხლართები გაარღვიეს. აქტივისტებმა მშენებლობის ადგილას ეროვნული დროშები აღმართეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
საპროტესტო აქციები ალბანეთში 2 კვირაა მიმდინარეობს. „ფლამინგოს რევოლუციად“ წოდებული გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი კურორტის მშენებლობას გეგმავენ.





