08 ივნისი 2026, 19:36
გერმანიის კანცლერის სპიკერი: ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერმა ორშაბათს.
„სიახლე, ჩემი აზრით, არის ის, რომ ეს პროცესი ახლა ევროპაში ახალ იმპულსს იძენს“, - განაცხადა შტეფან კორნელიუსმა, მერცის პრესსპიკერმა.
„კიდევ ერთი ახალი მოვლენაა ის, რომ ჩვენ ვიბარებთ და ვაგრძელებთ მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც აქამდე მეტწილად აშშ ხელმძღვანელობდა. ამას აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით ვაკეთებთ“, - აღნიშნა მან.





