08 ივნისი 2026, 09:24
ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა
მსოფლიო

ფოტო: PA
გაზიარება
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების ფონზე მოხდა. მან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ირანზე საპასუხო დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.
კვირას ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით დარტყმები მოჰყვა.





