ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბალტიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს ლიეტუვის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, ესტონეთის - 2,1%-ით, ხოლო ლატვიის - 2%-ით.
თებერვლის მონაცემებთან შედარებით, ესტონეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ლატვიის - 0,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლიეტუვის - 0,3 პროცენტული პუნქტით.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება განპირობებულია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილი ენერგეტიკული შოკით, მაღალი ინფლაციური წნეხითა და სუსტი საგარეო გარემოთი, წერს ბანკი.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 პროგნოზი 0.5%-ით, 6%-მდე გააუმჯობესა.





